მსოფლიო

Tesla, Ford და GM ელექტრომობილებს აძვირებენ

Tesla, Ford და GM ელექტრომობილებს აძვირებენ

ბენზინზე ფასების მატებამ სულ უფრო მზარდი გახადა მომხმარებლების ინტერესი ელექტრომობილების მიმართ, თუმცა თავად ელექტრომობილებიც გაძვირდება – წერს The Wall Street Journal-ი.

ამერიკელი ავტომწარმოებლები აპირებენ ფასის ზრდას საკუთარი წარმოების ელექტრომობილებზე, რათა დააკომპენსირონ ელემენტების მაკომპლექტებელ კომპონენტებზე გაწეული ხარჯები, რომელიც გაძვირებულია. ამასთანავე, პროდუქციაზე მოთხოვნა კომპანიებს უბიძგებთ ბაზარზე სულ უფრო მეტი ახალი პროდუქტი გამოიტანონ.

ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიებმა Tesla Inc., Ford Motor Co., General Motors Co., Rivian Automotive Inc. და Lucid Group Inc. გასული თვეების განმავლობაში ცალკეულ მოდელებზე უკვე გაზარდეს ფასები.

ასე მაგალითად, GM-მა გასულ კვირას გააძვირა ელექტროპიკაპი GMC Hummer 6,25 ათასი დოლარით და ახლა ის 85 ათასიდან 105 ათას დოლარამდე ღირს.

Tesla-მ 2022-ში ფასები სამჯერ გაზარდა ელექტრო ქროსოვერზე Model Y ვერსიაში Performance. ზრდამ ჯამში 9% შეადგინა და ახლა ის 69,9 ათასი დოლარი ღირს.

რაც შეეხება ზოგადად ელექტრომობილის საშუალო ფასის ზრდას, შტატებში ის 22%-ით არის გაზრდილი და შეადგენს 54 ათას დოლარს. შედარებისთვის შიგაწვისძრავიანი ავტომობილების ფასი ანალოგიურ პერიოდში გაზრდილია 14%-ით და შეადგენს საშუალოდ 44,4 ათას დოლარს.

კომპანიების განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე გაზრდილია ფასები ისეთ ძვირფას მეტალებზე, როგორებიცაა კობალტი, ნიკელი და ლითიუმი, რაც გამოიყენება ელექტრომობილებისთვის საჭირო ელემენტების წარმოებისთვის.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close