ეკონომიკა

„უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთში ღვინო მარტის შემდეგ აღარ გაგვაქვს“

„უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთში ღვინო მარტის შემდეგ აღარ გაგვაქვს“

მიმდინარე წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი 3.7%-ით შემცირდა. ღვინის მწარმოებელი კომპანია ,,თბილღვინოს“ დამფუძნებელი, ზურაბ მარგველაშვილი  აცხადებს, რომ კლება მათი კომპანიის შემთხვევაში რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის ბაზრებზეა.

მარგველაშვილის თქმით, კომპანიამ რუსეთში ექსპორტი მარტიდან სრულად შეაჩერა.

„უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთში ღვინო მარტის შემდეგ აღარ გაგვაქვს. შეჩერება დროებითია, მაგრამ ამ ეტაპზე ამ მოცემულობაში ვრჩებით. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსეთში ღვინო აღარ გაგვაქვს. რაც შეეხება უკრაინას, იქ მხოლოდ გასული თვის ბოლოს აღდგა მიწოდება. ასევე, პრობლემურად რჩება ბელარუსი. ჩვენ, კლება რაც გვაქვს, ამ სამი ქვეყნის ხარჯზეა.

სხვა, ყველა ბაზარზე, სადაც ვმუშაობთ, საუბარია 30 ქვეყანაზე. არც ერთ მათგანში კლება არ გვაქვს, პირიქით, ჩვენი გაყიდვები ჩვენთვის სტრატეგიულ ბაზრებზე იზრდებოდა პანდემიის დროსაც კი, თუ არ ჩავთვლით პირველ პერიოდს, როცა ლოქდაუნმა ლოჯისტიკა გააძნელა“, – აცხადებს მარგველაშვილი.

მარგველაშვილის თქმით, რუსეთის ბაზარს აქამდე კომპანიის წლიური გაყიდვების 21% ეკავა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close