დღის ამბები

რომელი კატეგორიის პროდუქტები იწვევს სიმსუქნეს

რომელი კატეგორიის პროდუქტები იწვევს სიმსუქნეს

მარტივი ნახშირწყლების მაღალი შემცველობის პროდუქტები, შემწვარი ან ცხიმიანი საკვები მნიშვნელოვნად ვნებს ჯანმრთელობას და

ახდენს სხვადასხვა დაავადების პროვოცირებას.

ექსპერტები გვირჩეენ ამოვიღოთ ან მინიმუმამდე დავიყვანოთ ასეთი პროდუქტების მიღება, რადგანაც მათი ხშირი და მუდმივი მოხმარებისას, ადრე თუ გვიან მოხდება ცხიმის დაგროვება, ხოლო განწყობის არსებობის შემთხვევაში, პაციენტი ტიპი 2 შაქრიანი დაიბეტის განვითარების რისკის ქვეშ აღმოჩნდება. უნდა შევზღუდოთ ტკბილი გაზიანი სასმელები, ტკბილი ხილი, ჩირი, ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილის ნაწარმის მიღება და ა.შ.

ცხიმიანი საკვები, განსაკუთრებით კარტოფილი ფრი, ჩიფსები ან ცხიმიანი ღორის ხორცი ძნელად მოსანელებელია ადამიანების უმრავლესობისათვის და იწვევს დისკომფორტს. ცხიმით გაჟღენთილი შემწვარი საკვები ასევე მავნეა ორგანიზმისთვის.

ჯანმრთელ ადამიანს ყველაფრის მიღება შეუძლია გონივრული რაოდენობით. ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში უნდა გავაკონტროლოთ კვება და ყურადღებით შევარჩიოთ რაციონი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close