დღის ამბები

ოქროსა და ვერცხლის სამკაული, მონეტები და სხვა ძვირფასეულობა – აღმოჩენილია მე-18 საუკუნეში ჩაძირული გემი, 17 მილიარდის ღირებულების განძით

ოქროსა და ვერცხლის სამკაული, მონეტები და სხვა ძვირფასეულობა - აღმოჩენილია მე-18 საუკუნეში ჩაძირული გემი, 17 მილიარდის ღირებულების განძით

კო­ლუმ­ბი­ის არ­მია სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ ჩა­ძი­რუ­ლი გე­მი­სა და მას­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი გან­ძის შე­სა­ხებ აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას. სა­უ­ბა­რია გემ­ზე, რო­მელ­ზეც დღე­ვან­დე­ლი კურ­სის მი­ხედ­ვით, და­ახ­ლო­ე­ბით 17 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის გან­ძი ინა­ხე­ბო­და.

გე­მის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა თით­ქმის სამი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში უც­ნო­ბი იყო. სა­გან­ძუ­რით დატ­ვირ­თუ­ლი ეს­პა­ნე­თის გემი “სან ხოსე” ბრი­ტა­ნე­თის სა­ზღვაო ფლო­ტის შე­ტე­ვის შე­დე­გად,1708 წელს ჩა­ი­ძი­რა.

ამ დროს, გე­მის ბორტზე და­ახ­ლო­ე­ბით, 600 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და და მას, მი­ნი­მუმ, 200 ტონა სა­გან­ძუ­რი გა­დაჰ­ქონ­და. მათ შო­რის იყო ოქ­როს და ვერ­ცხლის მო­ნე­ტე­ბი, ზურ­მუხ­ტი, ჩი­ნუ­რი კე­რა­მი­კის ნი­მუ­შე­ბი და სხვა ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბა.

სან ხო­სეს ჩა­ძი­რულ გემს ხში­რად,”გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი გე­მე­ბის წმინ­და გრა­ალს” უწო­დე­ბენ. ის კო­ლუმ­ბი­ის სა­ზღვაო ფლო­ტის ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა 2015 წელს კარ­ტა­ხე­ნას სა­ნა­პი­რო­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს, თუმ­ცა მისი ზუს­ტი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ამ დრომ­დე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო.

აღ­მო­ჩე­ნი­ლი გან­ძი­სა და ჩა­ძი­რუ­ლი გე­მის ფო­ტო­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კო­ლუმ­ბი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ივან დუ­კემ წა­რუდ­გი­ნა.

ფო­ტო­ებ­ზე ჩანს ჩი­ნუ­რი კე­რა­მი­კა, ოქ­როს მო­ნე­ტე­ბი, ხმლე­ბი და ქვე­მე­ხე­ბი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ვი­დეო და ფო­ტო­ე­ბი უახ­ლე­სი ტექ­ნი­კი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც დის­ტან­ცი­უ­რად იმარ­თე­ბა.

რო­გორც The Economist იტყო­ბი­ნე­ბა, “სან ხო­სეს” აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, ის სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის სა­გა­ნი გახ­და. კო­ლუმ­ბი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ გე­მის ნამ­სხვრე­ვე­ბი და მისი შიგ­თავ­სი სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბაა, რად­გან ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, ხუან მა­ნუ­ელ სან­ტოს­მა 2013 წელს ხელი მო­ა­წე­რა წყალ­ქვე­შა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის კა­ნონს, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ კო­ლუმ­ბი­ის წყლებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს ეკუთ­ვნის. თუმ­ცა ესპანეთ­მაც თა­ვის მხრივ გა­ნა­ცხა­და, რომ გემი მა­თია და წყალ­ქვე­შა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ხებ იუ­ნეს­კოს კონ­ვენ­ცია მო­იშ­ვე­ლია.

სი­ტუ­ა­ცი­ას კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს ის ფაქ­ტი, რომ გემ­ზე არ­სე­ბუ­ლი ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბის დიდი ნა­წი­ლი სამ­ხრეთ ამე­რი­კი­დან იყო ნა­ძარ­ცვი და შე­იძ­ლე­ბა სხვა ქვეყ­ნებ­მაც გა­მოთ­ქვან პრე­ტენ­ზია ზო­გი­ერთ სა­გან­ძურ­ზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close