სპორტი

მერაბ დვალიშვილი ბრაზილიელ ჟოზე ალდოს დაუპირისპირდება

მერაბ დვალიშვილი ბრაზილიელ ჟოზე ალდოს დაუპირისპირდება

ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი UFC 278-ზე ბრაზილიელ მეტოქეს, ჟოზე ალდოს, დაუპირისპირდება. ბრძოლა 20 აგვისტოსაა ჩანიშნული.

დვალიშვილისთვის ალდოსთან დაპირისპირება UFC-ში რიგით მე-10 იქნება. ქართველი მებრძოლი ოქტაგონზე 2021 წლის 25 სექტემბრის შემდეგ არ გასულა. ის UFC-ს პირველ ორ ბრძოლაში ფრენკი საენსთან და რიკი საიმონთან დამარცხდა, რის შემდეგაც ზედიზედ შვიდ მეტოქეს მოუგო.

რაც შეეხება ჟოზე ალდოს, ის UFC-ს ყოფილი ჩემპიონია. ბრაზილიელს კარიერაში 38 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 31 მოიგო და 7-ჯერ დამარცხდა. ალდო ამჟამად რეიტინგის მესამე ნომერია, ხოლო მერაბ დვალიშვილი მე-6 ადგილს იკავებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close