საზოგადოება

მორიგი რეკორდი – ერთ თვეში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 136%-ით გაიზარდა

მორიგი რეკორდი - ერთ თვეში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 136%-ით გაიზარდა

რუსეთიდან ფულადი გზავნილები ერთ თვეში, რეკორდულად, 136%-ით გაიზარდა. კერძოდ, ერონული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში უცხოეთიდან საქართველოში ჯამშ​ი, 505.7 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, აქედან 313.9 მლნ აშშ დოლარი რუსეთზე მოდის. ეს მაშინ, როდესაც წინა თვეში რუსეთიდან საქართველოში – 132.98 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, მარტში – 27 მლნ აშშ დოლარი, ხოლო თებერვალში – 21.9 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება ტოპ-10 ქვეყანას, საიდანაც 2022 წელის მაისში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ასე გამოიყურება:

რუსეთი – 313.9 მლნ აშშ დოლარი

იტალია – 36.816 მლნ აშშ დოლარი

აშშ – 27.776 მლნ აშშ დოლარი

ყაზახეთი – 20.808 მლნ აშშ დოლარი

საბერძნეთი – 20.325 მლნ აშშ დოლარი

ისრაელი – 16.069 მლნ აშშ დოლარი

გერმანია – 13.311 მლნ აშშ დოლარი

თურქეთი – 8.127 მლნ აშშ დოლარი

ყირგიზეთი – 5.682 მლნ აშშ დოლარი

ესპანეთი – 4.955 მლნ აშშ დოლარი

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close