მსოფლიო

ნასა ამოუცნობი კოსმოსური ფენომენების შესწავლას იწყებს – რადიოაფეთქებები და აუხსნელი მოვლენები: ამერიკელმა კანონმდებლებმა უცხოპლანეტელების შესახებ პირველი საჯარო მოსმენა გამართეს

ნასა ამოუცნობი კოსმოსური ფენომენების შესწავლას იწყებს - რადიოაფეთქებები და აუხსნელი მოვლენები: ამერიკელმა კანონმდებლებმა უცხოპლანეტელების შესახებ პირველი საჯარო მოსმენა გამართეს

ნასა აცხა­დებს, რომ აპი­რებს შექ­მნას გუნ­დი, რო­მე­ლიც ამო­უც­ნობ კოს­მო­სურ ფე­ნო­მე­ნებს შე­ის­წავ­ლის. ჯგუ­ფი შე­აგ­რო­ვებს მა­სა­ლას და მეც­ნი­ე­რუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვით გა­ა­ა­ნა­ლი­ზებს მო­ნა­ცე­მებს ცაში ამო­უხ­სნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ, რათა დად­გინ­დეს, ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბია ისი­ნი, თუ რა­ი­მე სხვა სა­ხის ახ­სნას სა­ჭი­რო­ე­ბენ. ცხრათ­ვი­ა­ნი კვლე­ვა შე­მოდ­გო­მის­თვის და­ი­წყე­ბა და შე­დე­გე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვი­საც გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. “ჩემი კა­რი­ე­რის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი კოს­მო­ლო­გი­ას შე­ვა­ლიე. შე­მიძ­ლია თავ­და­ჯე­რე­ბით ვთქვა, რომ ჩვენ­თვის, კოს­მო­სის შე­სა­ხებ მხო­ლოდ 5%-ია ცნო­ბი­ლი“,- ამ­ბობს ას­ტრო­ფი­ზი­კო­სი დე­ი­ვიდ შპერ­გე­ლი, გუნ­დის მო­მა­ვა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ნა­სას გან­ცხა­დე­ბით, ამო­უც­ნო­ბი კოს­მო­სუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შეს­წავ­ლა მათ თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის სჭირ­დე­ბათ. “ჩვენ გვაქვს ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი და გვყავს გუნ­დი, რო­მე­ლიც ამო­უც­ნო­ბი მოვ­ლე­ნე­ბის უკეთ გა­გე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. სწო­რედ ესაა მეც­ნი­ე­რე­ბის მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა. ამას ვა­კე­თებთ ჩვენ“, – თქვა თო­მას ზურ­ბუ­ხენ­მა, სა­მეც­ნი­ე­რო მი­სი­ის დი­რექ­ტო­რა­ტის ასო­ცი­რე­ბულ­მა ად­მი­ნის­ტრა­ტორ­მა.

ასე­თი ამო­უც­ნო­ბი შემ­თხვე­ვე­ბის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია სწრა­ფი რა­დი­ო­ა­ფეთ­ქე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დიდი ხა­ნია ას­ტრო­ნო­მებს აინ­ტე­რე­სებთ. მათ არ იცი­ან, თუ რა იწ­ვევს კოს­მოს­ში კაშ­კა­შა, მი­ლი­წა­მე­ბი­ან ციმ­ციმს.

ბო­ლოს ასე­თი რა­დი­ო­ტალ­ღე­ბის აფეთ­ქე­ბე­ბი გა­ლაქ­ტი­კა­ში ჩვე­ნი პლა­ნე­ტი­დან 3 მი­ლი­არ­დი სი­ნათ­ლის წლის მან­ძილ­ზე და­ფიქ­სირ­და. ამ მძლავ­რი აფეთ­ქე­ბე­ბის შუ­ა­ლე­დებ­ში, ამო­უც­ნო­ბი ცი­უ­რი ობი­ექ­ტი მუდ­მი­ვად უშ­ვებ­და სუსტ რა­დი­ო­ტალ­ღებს. ამ­გვა­რი კი­დევ ერთი ცი­უ­რი ობი­ექ­ტია მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი, რაც მათ აეჭ­ვებს, რომ ამ­გვა­რი ამო­უხ­სნე­ლი ფე­ნო­მე­ნის ერ­თზე მეტი სა­ხე­ო­ბა უნდა არ­სე­ბობ­დეს.

მა­ის­ში, ამე­რი­კელ­მა კა­ნონ­მდებ­ლებ­მა უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლე­ბის შე­სა­ხებ ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, პირ­ვე­ლი სა­ჯა­რო მოს­მე­ნა გა­მარ­თეს. მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა დამ­სწრე­ე­ბი გა­აფრ­თხი­ლეს, რომ ამო­უც­ნო­ბი კოს­მო­სუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვად იქ­ნე­ბა მიჩ­ნე­უ­ლი, რა­საც გა­მო­ი­ძი­ე­ბენ.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close