საზოგადოება

საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ

საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ

საქართველოს მოქალაქეები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

შეთანხმების თანახმად, ორი ქვეყნის ორდინალური პასპორტის მფლობელები შეძლებენ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს ოთხმოცდაათი (90) დღისა შესვლის თარიღიდან.

განხორციელებული ცვლილებებით, გაფართოვდა ,,2017 წელს საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ემსახურება საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეთა მიმოსვლის გამარტივებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close