საზოგადოება

“სახელმწიფო დახმარებების მისაღებად მსხვილი მწარმოებლები წილებს ბიძაშვილებზე ასხვისებენ” – მეღვინე

“სახელმწიფო დახმარებების მისაღებად მსხვილი მწარმოებლები წილებს ბიძაშვილებზე ასხვისებენ” - მეღვინე

ქინძმარაულის კორპორაციის გენერალური დირექტორი ნუგზარ ქსოვრელი აცხადებს, რომ სახელმწიფოს ერთნაირი მიდგომა და პოლიტიკა უნდა ჰქონდეს როგორც მსხვილი, ისე მცირე ბიზნესის მიმართ. მისი თქმით, იმის გამო რომ ამ კუთხით განსხვავებული მიდგომებია, ბევრი საწარმო განვითარებას და საქმიანობის გამსხვილებას არ ცდილობს.

უფრო მეტიც თენგიზ ქსოვრელი აცხადებს, რომ ხშირია შემთხვევები, როცა მსხვილი მწარმოებლები საწარმოს დაახლოებულ პირებზე ასხვისებენ, რის შემდეგაც მცირე მწარმოებლებისთვის გამოყოფილი დახმარებებით სარგებლობენ.

“არ შეიძლება სახელმწიფოს ჰქონდეს ისეთი სისტემა და მიდგომა, რომელშიც წვრილი მეწარმე თავს უკეთესად გრძნობს, ვიდრე მსხვილი. ისე როგორც ჯარში, ჯარისკაცი უნდა მიისწრაფოდეს გენერლობისკენ, ისე წვრილი მწარმოებელი უნდა მიისწრაფოდეს გამსხვილებისკენ და არა პირიქით. დღეს ხშირად ხდება, რომ მსხვილი მეწარმეები იმიტომ რომ რაღაც სუბსიდირებით ისარგებლონ, შლიან თავიანთ საწარმოებს, არაფორმალურად ბიძაშვილებსა და მამიდაშვილებზე აფორმებენ. მემგონი, ეს არ არის სწორი პრაქტიკა, ეს არ არის დასავლური პრაქტიკა, რომელიც ჩვენ გვინდა.” – აცხადებს ქინძმარაულის კორპორაციის გენერალური დირექტორი ნუგზარ ქსოვრელი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close