საზოგადოება

მილიარდერთა უცნაური ჩვევები, რაც მათ ქონების დაგროვებაში დაეხმარა

მილიარდერთა უცნაური ჩვევები, რაც მათ ქონების დაგროვებაში დაეხმარა

იღბლის გარდა წარმატების მისაღწევად მთელი რიგი ჩვევების გამომუშავებაა საჭირო, რაც ძლიერ ნებისყოფას მოითხოვს. ცნობილმა მეწარმემ, რაფაელ ბაძიაგმა თავის წიგნში The Billion Dollar Secret: 20 Principles of Billionaire Wealth and Success ერთხელ აღნიშნა, რომ ადამიანის მომავალს გრძელვადიან პერსპექტივაში მისი ჩვევები განსაზღვრავს.
შესაძლოა ეს ბევრისთვის სერიოზულად აღქმადი არ არის, თუმცა ფაქტია, მსოფლიოში ცნობილ მილიარდერებს საკმაოდ უცნაური ჩვევები და ცხოვრების წესი აქვთ.
გარისკვა ჭკვიანურად
სამყაროში უამრავი ადამიანი რისკავს. თუმცა უმრავლესობას არ უმართლებს. ტიპიური რისკების მიმღებებისგან განსხვავებით, წარმატებული მილიარდერები ყოველთვის წონიან მათ გადაწყვეტილებებს და საინვესტიციო პერსპექტივებს სწვალობენ.
მილიარდერები გათვლილ რისკებს იღებენ, სადაც წარუმატებლობის შემთხვევაში თავის დაზღვევის შესაძლებლობებიც არის გათვლილი. გახსოვდეთ, რისკზე წასვლის დროს ყოველთვის მზად იყავით ცუდი შედეგებისთვის.
ფოკუსირება მიზნებზე
ჩვეულებრივ, როდესაც მასა ახალ ტენდენციებზე აყოლას იწყებს, მილიარდერები, როგორც წესი, ამით ფულს გამოიმუშავებენ.
უორენ ბაფეტმა თავისი უზარმაზარი ქონება მას შემდეგ მოიპოვა, როდესაც გადაწყვიტა ინვესტიციების ყიდვა მას შემდეგ, რაც ხალხმა მასიურად დაიწყო მათი გაყიდვა.
მათ შორის, Meta -ს დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს შეეძლო წლების განმავლობაში საკმაოდ შემოსავლიან სამსახურში ემუშავა, ისევე როგორც მის ამხანაგებს, მაგრამ გადაწყვიტა ფოკუსირება მის მიზნებზე მოეხდინა.
მომავლის მოთხოვნების წინასწარ განსაზღვრა
ბილ გეითსი აშკარად არ გახდა მილიარდერი მხოლოდ იმით, რომ კომპიუტერული სისტემების უდიდესი წყარო შექმნა. სანამ მილიარდერი გახდებოდა, მან ისწავლა მომავლის განჭვრეტა. გეითსი მიხვდა, რომ მალე როგორც ადამიანებს, ასევე ბიზნესს საოფისე პროგრამული უზრუნველყოფა დასჭირდებოდა.
პოზიტიური აზროვნების შენარჩუნება
მილიარდერებმა წარმატებას დაბრკოლებების გარეშე ნამდვილად ვერ მიაღწიეს. თუმცა ნებისმიერი კრიზისის დროს საჭიროა პოზიტიური აზროვნება და ხედვა. გინახავთ პესიმისტი და წარმატებული ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომ არაფერი გამოუვა? ასეთი ადამიანი ნამდვილად არ არსებობს.
სტაბილურად და თანმიმდევრული მუშაობა
ტიპიური ვიზიონერებისგან განსხვავებით, მილიარდერები საკმაოდ რუტინულ ყოველდღიურობას გადიან და ეს წლები გრძელდება. მათ აქვთ განსაზღვრული და დაჟინებული აზროვნება, რომელიც შეესაბამება გრძელვადიან მიზნებს. ისინი სტაბილურად და თანმიმდევრულად მუშაობენ თავიანთ იდეებზე, სანამ არ შეძლებენ თავიანთი მიზნების მიღწევას.
დისციპლინირებული ხარჯვის ჩვევები
ფულის მქონე ადამიანები ხშირად ცნობილები არიან როგორც დიდი შესყიდვებით, ასევე მდიდრული ცხოვრების წესით. თუმცა მილიარდერებისა და მილიონერების უზარმაზარი განსხვავება მათი ხარჯვის ჩვევებშია.
მაშინ, როდესაც მილიონერები ფულს მდიდრულ შესყიდვებზე ხარჯავენ, მილიარდერები ამას გონივრული ინვესტიციებითვის იყენებენ.
ზრუნვა სხეულზე
ცნობილია, რომ მილიარდერები ზრუნავენ თავიანთ ჯანმრთელობაზე, რადგან, ბოლოს და ბოლოს, არსებობს გამონათქვამი, რომ ჯანმრთელობა სიმდიდრეა. ისინი ყოველთვის იკვებებიან ჯანსაღად და აკეთებენ რეგულარულ ვარჯიშებს, რათა სხეული კარგ ფორმაში შეინარჩუნონ. ეს ყველაფერი მათ სწორად აზროვნებაში ეხმარებათ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close