მსოფლიო

იტალიაში ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაღუპულია 7 ადამიანი

იტალიაში ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაღუპულია 7 ადამიანი

ვერტმფრენი ტოსკანას რეგიონის ქალაქ ტულადან ტრევიზოში მიფრინავდა და რადარებიდან ორი დღის წინ გაუჩინარდა. მაშველებმა ნამსხვრევები და ცხედრები ტოსკანასა და ემილია რომანას რეგიონების საზღვარზე, მთიან მასივში იპოვეს.

ავიაკატასტროფაში დაღუპულებიდან 4 თურქეთის და 2 ლიბანის მოქალაქეა, ხოლო ერთი იტალიელი პილოტია.

ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close