საზოგადოება

ახალ სპორტის სასახლეში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

ახალ სპორტის სასახლეში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

ახალი სპორტის სასახლე უკრაინელი და ქართველი არტისტების მონაწილეობით გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა, რომელიც კულტურის სამინისტროს სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. კონცერტიდან შემოსული თანხა ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისა და ქალების დასახმარებელ ფონდში გადაირიცხება.

ახალი სპორტის სასახლით საქართველო მზად არის „ევრო ბასკეტს“ უმასპინძლოს. ეს არის ერთ-ერთი მასშტაბური სპორტული ტურნირი, რაც კი ჩვენს ქვეყანაში ჩატარებულა. ახალი სპორტის სასახლე 10000 მაყურებელზეა გათვლილი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და მულტიფუნქციური დანიშნულებით.

ახალი სპორტის სასახლე ოფიციალურად 11 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close