საზოგადოება

10-12 ივნისს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-14 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

10-12 ივნისს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-14 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

10-12 ივნისს, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-14 საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.

გამოფენა „ექსპოჯორჯიაში“ 10 ივნისს გაიხსნება და მას „ექსპოჯორჯიას“ დირექტორი, რესან ქიქავა და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა გახსნიან.

ინფორმაციის მიხედვით, წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია მონაწილეთა რაოდენობა. ღონისძიებაში 200-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია (ოჯახური მარნები, საშუალო და მსხვილი საწარმო, ბიოდინამიური და ქვევრის ღვინო, ღვინის ტექნოლოგიები, შეფუთვა და აქსესუარები) მიიღებენ.

„გამოფენის ორგანიზატორია გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯია“, მხარდამჭერი საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობისა და ღვინის ეროვნული სააგენტო.

WinExpo Georgia აქტუალურია არა მარტო ღვინის მოყვარულთათვის, არამედ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვისაც, აქ შესაძლებელია გაეცნოთ შესაფუთი მასალების, სასუქების, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარების, სანერგეების, მინისა და აქსესუარები მომწოდებელ კომპანიებს. Wine Expo 2022-ის ფარგლებში, წელს პირველად, ტარდება საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და ექსპო ჯორჯიას ერთობლივი პროექტი – „სომელიეს არჩევანი” – “Sommelier Choice ”. გამოფენაზე წარმოდგენილ ღვინოებს შორის, „სომელიეს არჩევანი“ გამოავლენს საუკეთესო ღვინოს ფასისა და ხარისხის მიხედვით.

„სომელიეს არჩევანის“ ჟიურის წევრები არიან საქართველოს სომელიეთა ასოციაციის წევრი სომელიეები, რომელთა ყოველდღიურ საქმიანობას წარმოადგენს ღვინოების შეფასება, ღვინის ბარათის შედგენა და მართვა, შესყიდვა HoReCa სექტორში და სტუმრებისთვის წარდგენა. ასევე გამოფენაზე წარმოდგენილ კომპანიებს, მათ ბრენდინგსა და მონაწილეობას შეაფასებს მარკეტოლოგებისგა, დიზაინერებისაგნ და სხვა ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი „Marketers Choice “ გადაეცემა გამორჩეულ კომპანიებს. პარალელურად ჩატარდება ღვინის ექსპორტის ფორუმი Winexpo Forum, რომელიც გულისხმობს შეხვედრებს ღვინის იმპორტიორებთან, დისკუსიის რეჟიმში სხვადასხვა ქვეყნის ბაზრის განხილვას და პრაქტიკულ რჩევებს მწარმოებლებისთვის. მოეწყობა პანელ დისკუსია ადილობრივ თრეიდერებთან, HORECA -ს სექტორის და ღვინის სავაჭრო მაღაზიების წარმომადგენლებთან, შიდა ბაზრის გამოწვევებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close