საზოგადოება

რატომ არის შილაკი საშიში?

რატომ არის შილაკი საშიში?

გავრცელებული მოსაზრებით, შილაკი ფრჩხილისთვის საშიში პროცედურაა, რადგანაც აგრესიულად მოქმედებს ფრჩხილის ფირფიტაზე. ამას გარდა, მოხვეწისა და გაპრიალების პროცესმაც შეიძლება ფრჩხილის ტრავმირება გამოიწვიოს, ამ მანიპულაციებმა კი – ფრჩხილის განლევა. თუმცა მხოლოდ ის ნაწილი შეიძლება დაზარალდეს, რომლისკენაცაა პროცედურა მიმართული. ფრჩხილის სტრუქტურის სრულად და მუდმივად შეცვლა მას არ შეუძლია. შილაკისგან ორთვიანი შესვენების შემდეგ ფრჩხილი პირვანდელ სახეს იბრუნებს.

მეორე საკამათო საკითხი შილაკის შრობის პროცესია, რომელიც სპეციალური ნათურით ხდება. ზოგიერთი მეცნიერი იხრება იმ აზრისკენ, რომ შილაკის თითოეული ფენის გასაშრობად გამოყენებული ულტრაიისფერი ნათურა შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიში აღმოჩნდეს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კანის კიბოს პრობლემებზე მომუშავე ამერიკული ორგანიზაციის სპეციალისტები. დაავადების რისკი ძალიან მცირეა, თუმცა სრულად მისი გამორიცხვა არ შეიძლება.

როგორ დავიცვათ თავი?

პირველი და ძირითადი რჩევაა ის, რომ ფრჩხილებს დასვენების საშუალება მივცეთ. თუ რეგულარულად იკეთებთ შილაკს, საუკეთესო იქნება, ორ თვეში ერთხელ, ერთი-ორი კვირით, დაასვენოთ ფრჩხილები და გადახვიდეთ ჩვეულებრივ ან სამკურნალო საფარზე. მით უმეტეს, რომ თხელ და მტვრევად ფრჩხილზე შილაკი უფრო ცუდად კეთდება, ვიდრე ჯანმრთელზე.

ნათურის მავნე ზემოქმედებისგან მაქსიმალურად დასაცავად ექიმები პროცედურის წინ არანაკლებ 15 შPF-ით მზისგან დამცავი ხელის კრემის გამოყენებას გვირჩევენ. მეორე ვარიანტია ისეთ სალონში მისვლა, სადაც საფარს არა ულტრაიისფერი, არამედ LED- ნათურით ამაგრებენ, რაც გაცილებით უსაფრთხოა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close