საზოგადოება

მაია ბუწაშვილი „მაიმუნის ყვავილზე“: იმედია ინფექცია პანდემიურ ხასიათს არ მიიღებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც უფრო მეტად ვართ მზად, ვიდრე ეს იყო კოვიდის დროს

მაია ბუწაშვილი „მაიმუნის ყვავილზე“: იმედია ინფექცია პანდემიურ ხასიათს არ მიიღებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც უფრო მეტად ვართ მზად, ვიდრე ეს იყო კოვიდის დროს

იმედია ინფექცია პანდემიურ ხასიათს არ მიიღებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც უფრო მეტად ვართ მზად, ვიდრე ეს იყო კოვიდის შემთხვევაში, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „მაიმუნის ყვავილზე“ საუბრისას განაცხადა.

„მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ სამედიცინო საზოგადოება მომზადებულია. იმედია ეს ინფექცია პანდემიურ ხასიათს არ მიიღებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც უფრო მეტად ვართ მზად, ვიდრე ეს იყო კოვიდის შემთხვევაში. არსებობს არაერთი ვაქცინა, ანტივირუსული პრეპარატები და არსებობს მოსახლეობის იმუნური ფენა. ადამიანები, რომლებიც დაბადებულები არიან 1980 წლამდე, აცრილები არიან ყვავილზე და დაახლოებით 80 პროცენტზე მეტი დაცვა აქვთ „მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგაც“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ლუგარის ლაბორატორია „მაიმუნის ყვავილის“ ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close