საზოგადოება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სამეცნიერო ჟურნალი დააფუძნა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სამეცნიერო ჟურნალი დააფუძნა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, სამეცნიერო გამოცემას აფუძნებს – „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ჟურნალი“ და პირველი გამოცემისთვის სამეცნიერო ნაშრომთა მიღებას იწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამართლის ჟურნალი ჩამოყალიბდება, როგორც ორენოვანი, საერთაშორისო რეფერირებისა და რეცენზიების სამეცნიერო პერიოდული გამოცემა, რომლის ძირითადი ორიენტირი საჯარო სამართლის დარგობრივი მიმართულებით შედარებით სამართლებრივი დისკურსის წარმართვა და მკვლევართა სამეცნიერო პლატფორმის ჩამოყალიბება, აგრეთვე, აქტუალურ საკითხთა ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იქნება.

აღნიშნული ჟურნალის გამოცემა, ხელს შეუწყობს აკადემიური წრის, პრაქტიკოსი იურისტებისა და ზოგადად, მონაცემთა დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის ევროპეიზაციის პროცესის ხელშეწყობას და დარგობრივი კვლევის შედეგების გაზიარებას.

„ჟურნალი ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა, განსაკუთრებით კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის დარგში შესრულებული სამეცნიერო ნაშრომების პუბლიკაციას, მათ შორის: სამეცნიერო სტატიას, აკადემიურ მიმოხილვას (რეცენზია), სამართლის პრაქტიკის ანალიზს, უცხოენოვანი სამეცნიერო ნაშრომის თარგმანს მოიცავს.

ჟურნალის დაარსება, „მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის“ (GDPR) მიღების მეოთხე საიუბილეო თარიღს უკავშირდება, რომელიც 2018 წლის 25 მაისიდან ამოქმედდა. შეგახსენებთ, რომ რეგულაცია ევროკავშირის მთელს ტერიტორიაზე, ასევე, ევროკავშირში მყოფი პირების პერსონალურ მონაცემთა დამმუშავებელთა მიმართ მონაცემთა დაცვის შესასრულებლად სავალდებულო წესებს განსაზღვრავს.

რედკოლეგია დაკომპლექტებულია გერმანიის, ესპანეთის, ბელგიის, უნგრეთისა და ხორვატიის აღნიშნული დარგის ექსპერტებითა და მეცნიერებით.

ჟურნალის პირველი ნომრისთვის ნაშრომების მიღება 30 მაისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით იწარმოებს.

ნაშრომების მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე: https://personaldata.ge/ka/press/post/8176,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close