საზოგადოება

პატრიარქი დედოფალ ელისაბედს აღსაყდრების 70 წლისთავს ულოცავს

პატრიარქი დედოფალ ელისაბედს აღსაყდრების 70 წლისთავს ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ მეორეს აღსაყდრების 70 წლისთავს ულოცავს.

„თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით, გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტზე აღსაყდრების 70 წლისთავს. დღეს მსოფლიოში თქვენ ბრძანდებით ყველაზე გამორჩეული მონარქი და სამეფო ტახტის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი გამგებელი. თქვენი მოღვაწეობა მთელი ეპოქაა, რომელმაც წლების მანძილზე განამტკიცა თქვენი ქვეყანა განსაკუთრებით რთულ პერიოდებში და წარუშლელი როლი შეასრულა თქვენი სამეფოს ისტორიაში. ყოველთვის დიდი პატივისცემით ვიხსენებ თქვენთან შეხვედრას და ღრმა შინაარსიან საუბარს. შევთხოვ ღმერთს თქვენს დღეგრძელობასა და თქვენი სამეფო ოჯახის შემდგომ წარმატებებს. საუკეთესო სურვილებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, – აღნიშნულია წერილში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close