ეკონომიკა

“სარესტორნე ბიზნესში შრომითი უფლებები დარღვეულია” – ლევან ქოქიაშვილი

“სარესტორნე ბიზნესში შრომითი უფლებები დარღვეულია” - ლევან ქოქიაშვილი

“საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის” ხელმძღვანელის ლევან ქოქიაშვილის ინფორმაციით, საქართველოში სარენტორნე ბიზნესში კადრების დეფიციტი ერთი მხრივ პანდემიამ გამოიწვია, მეორე მხრივ კი შრომითი უფლებების დარღვევამ, განსაკუთრებით კვების ინდუსტრიაში.

“ადამიანებს, აღნიშნული სფეროს მიმართ ნდობა აღარ აქვთ. არასტაბილურობის განცდაა და თან ხელფასი აცდენილია რეალობას. ჩვენმა ასოციაციებმა და ორგანიზაციებმა, დაახლოებით 15-20%–ით გავზარდეთ ხელფასები და მუდმივად ვმუშაობთ პრობლემის მოგვარებაზე,” – ამის შესახებ ლევან ქოქიაშვილმა  ისაუბრა.

მისივე თქმით, კადრების დეფიციტის პრობლემის გამომწვევია ის ფაქტიც, რომ წელს, კატარში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ძალიან ბევრი რესტორანი და კვების ობიექტი იხსნება, შესაბამისად, ქართველები სწორედ კატარში მიდიან სამუშაოდ, სადაც გაცილებით უკეთეს ანაზღაურებას და შრომით პირობებს სთავაზობენ.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო ორ წელიწადში სარესტორნო ბიზნესი 20 000-მდე დასაქმებულმა დატოვა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close