არქეოლოგებმა კაიროს მახლობლად ასობით სარკოფაგი და ღვთაებების ქანდაკებები აღმოაჩინეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აღმოჩენა საქარას სასაფლაოზე გაკეთდა. არქეოლოგებმა 250 სარკოფაგი, 150 და ბრინჯაოს 150 ქანდაკება იპოვეს, მათ შორის ძველი ეგვიპტელი ღმერთების – ანუბისის, ამუნის, მინის, ოსირისის, ისიდას, ნეფერტუმის, ბასტეტისა და ჰათორის. ობიექტები ძველ პერიოდს მიეკუთვნება და ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით მე-500 წლით თარიღდება.
აღმოჩენილი ობიექტები ეგვიპტეს დიდ მუზეუმში გამოიფინება, რომელიც გიზის პირამიდებთან წლის ბოლომდე გაიხსნება.