იყალთოში ქარმა ხე მოგლიჯა, ელექტროსადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა

იყალთოში ქარმა ხე მოგლიჯა, ელექტროსადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ძლიერმა ქარმა კაკლის ხე მოგლიჯა, ელექტროენერგიის გადამცემი სადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია. სტიქიის ზონაში იმყოფებიან თელავგაზისა და კომპანია “ენერგო პროს” წარმომადგენლები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

Facebook Comments