ნავთობკომპანიის 84 თანამშრომელი 11 თვის ხელფასს ითხოვს

დედოფლისწყაროში მომუშავე ნავთობკომპანია შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“-ს ყოფილი 84 თანამშრომელი 11 თვის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც უხელფასოდ მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვეს, კომპანიამ გაათავისუფლა.

„მთელი ეს პერიოდი, სანამ ხელფასს არ ვიღებთ, რამდენჯერმე გავაჩერეთ მუშაობა საწარმოში. 11 თვის ასაღები რომ გაქვს ხელფასი, 11 თვე რომ ფული არ მოუციათ, ასე როდემდე იმუშავებ? მშიერი ხომ არ ივლიდი? ათასი გაჭირვებაა, ბანკის ვალები ხომ ცალკე პრობლემა, დღეს უკვე გაზიც ჩამიჭრეს. ვის მოვთხოვოთ პასუხი არ ვიცით, ყველა თავიდან გვიშორებს”-აცხადებს აქციის მონაწილე

ნავთობკომპანიის 84 თანამშრომელი 11 თვის ხელფასს ითხოვს

Posted by მთავარი ამბები კახეთიდან on Friday, January 24, 2020

Facebook Comments