საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიამ, მოქალაქეთა ინიციატივა მოიწონა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიამ სხდომა ჩაატარა. სხდომაზე  პროფესორ თენაგიზ სიმაშვილისა და მოქალაქეთა ერთობლივი განცხადება განხილეს , რომელიც ე.წ. „გიგოს გორაზე“ რეპრესირებულთა მომრიალური პარკის მოწყობას გულისხმობს .

სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიამ მოქალაქეთა ინიციატივა მოიწონა და

მიზანშეწონილად მიიჩნია კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მუნიციპალიტეტმა განახორციელოს შესაბამისი პროცედურები, რათა „გიგოს გორა“, როგორც რეკრეაციული ზონის მქონე ტერიტორია, იქცეს მემორიალურ პარკად.

„თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო მოქალაქეთა ინიციატივის განხილვას გააგრძელებს. ამ პროცესის დასრულების შემდეგ წარმომადგენლობითი ორგანო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა საკრებულოს სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე დავით ღაღანიძემ.

Facebook Comments