ბაგა ბაღების აღსაზრდელებისათვის გამოცხადებული ხორც პროდუქტების ტენდერი გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც ჩაიშალა

ბაგა ბაღების აღსაზრდელებისათვის გამოცხადებული ხორც პროდუქტების ტენდერი გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც ჩაიშალარომელიც ყვარლის ბაგა-ბაღების გაერთიანების მსგავსად  ცხოველური წარმოშობის  პროდუქტების და ხორცი და ხორცის პროდუქტების შესყიდვას გულისხმობდა.

გურჯაანის სკოლამდელმა სააღმზრდელო დაწესებულებამ ტენდერი 2019 წლის 31 დეკემბერს გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობის უფლება 2020 წლის 13 იანვრის ჩათვლით ჰქონდათ დაინტერესებულ კომპანიებს.  შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერძე კი ნათქვამია რომ ტენდერი არ შედგა. 

როგორც ბაგა ბაღების გაერთიანების წარმომადგენელი შორენა ფროდიაშვილი ჩვენთან აცხადებს :

„ ქათმის ხორცი უწყვეტად მიეწოდებათ აღსაზრდელებს, ხოლო საქონლის ხორცის ტენდერი ჩაშლის შემდეგ მეორედ 14 იანვარს გამოვაცხადეთ, სადაც თანხის დამატება მოხდა. იმედი გვაქვს რომ ტენდერში კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას და შემდეგი კვირიდან შევძლებთ  საქონლის ხორცის მიწოდებას აღსაზრდელებისთვის. ამ ეტაპზე გარკვეული ხორცის ნაშთი გაგვაჩნია“

Facebook Comments