თელავის მოსახლეობას წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ

თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას  სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, აგვისტოს თვის შემდეგ, დასახლებას სასმელი წყალი, ორ- სამ დღეში ერთხელ ღამით, ნახევარი საათის განმავლობაში მიეწოდება.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ასეთი წყალმომარაგებით, საცხოვრებელი კორპუსების ზედა სართულები საერთოდ არ მარაგდება, თუმცა მოსახლეობა წყლის გადასახადს მაინც იხდის. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლის, ზაზა სიხარულიძის ინფორმაციით,

„თელავის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციისათვის მოლაპარაკებები აზიის განვითარების ბანკთან უკვე მიმდინარეობს. დაახლოებით. ამ ეტაპზე 7 მილიონ ლარზეა საუბარი. წყლის რა დებეტიც გაგვაჩნია ამ ეტაპზე,  მოსახლეობას იმით ვამარაგებთ. მეტის შესაძლებლებლობა არ არის. უახლოეს მომავალში დაიწყება გამრიცხველიანება და წყლის ტარიფი გახარჯული რაოდენობის მიხედვით დაწესდება“– განაცხადა  სიხარულიძემ.

დაახლოებით ერთსათიანი კამათის შემდეგ მოსახლეობა და წყალმომარაგების კომპანია დღემდე არსებული გრაფიკის გადახედვაზე შეთანხმდნენ. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მრიცხველების დაყენებას უახლოეს მომავალში დაიწყებს და 2020 წლის ბოლოს ქალაქ თელავის სრულად დაფარვა მოხდება.

შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

Facebook Comments