ახმეტათვითმმართველობა

ახმეტის მუნიციპალიტეტს და ისრაელის ქალაქს- რიშონ ლეციონს შორის მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა

0

“ისრაელის სახლის” ორგანიზებით, ახმეტის მუნიციპალიტეტმა და ისრაელის ქალაქმა, რიშონ ლეციონმა მეგობრობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი ახმეტის კულტურის სახლში, მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა და რიშონ ლეციონის მერმა რაზ კინსტლიჩმა მოაწერეს.

” ხელმოწერის ოფიციალურ ღონისძიებას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი დაესწრო.

თანამშრომლობის მემორანდუმის მიზანს ერთობლივი ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ურთიერთობების დამყარება, განათლების დონის ამაღლება და სხვადასხვა სფეროებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ისრაელის დელეგაცია ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსაბლების კონცერტს, ასევე ახმეტის მეორე საჯარო სკოლაში ანა ფრანკის ხსოვნისადმი მიძღვნილ გამოფენასა და ინგლისურენოვან პრეზენტაციას დაესწრო.

დღის ბოლოს ბადაგონის მთავარ ქარხანაში, კომპანია ,,ბადაგონის’’ დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ დელეგაციის სტუმრებს უმასპინძლა და ინფო ტური მოუწყო”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close