თვითმმართველობალაგოდეხი

ლაგოდეხში ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა

0

მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, კახეთის მაჟორიტარ-დეპუტატთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი, ანდრია ქიტესაშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასა და ფერმერებს შეხვდა.

ლაგოდეხის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ლაგოდეხის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა, მოქალაქეებს, სოფლის განვითარების სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შესახებ, ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს.

საინფორმაციო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ ფერმერთა ინფორმირება მნიშვნელოვანია. მთავრობის მიერ ინიცირებული სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა, ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესისა და წარმოების განვითარებას. მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები, საშუალებას მისცემს თითოეულ დაინტერესებულ პირს, სწორად დაგეგმოს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სამომავლო საქმიანობა“ – აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close