გურჯაანითვითმმართველობა

ქალაქ გურჯაანის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

0

ქალაქ გურჯაანის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება- ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს, მათივე თქმით, სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა.

” პროექტი, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება და ითვალისწინებს შენობაში გათბობის, გაგრილების და ვენტილაციის სისტემების მოწყობას. ასევე, შეიცვლება შენობის შიდა კარ-ფანჯრები.

ყელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 18 მაისს დაიწყება და 23 მაისს დასრულდება”,- აღნიშნავენ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close