მთავარი ამბებისაზოგადოება

კახეთს- „სუფთა რეგიონი“-ს სტატუსი მეოთხედ მიენიჭა

0

პროექტის – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

„სუფთა რეგიონის” კონკურსზე, კახეთს „სუფთა რეგიონი“-ს სტატუსი, მეოთხედ მიენიჭა.

დაჯილდოების ცერემონიაზე კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა.

„მაქვს პატივი სრულიად კახეთის სახლით მივიღო “სუფთა რეგიონის” ჯილდო და კახელების სახელით მადლიერება გამოვხატო. დაგეგმილი მაქვს, ამ ღონისძიების შემდეგ, რომ დავბრუნდები კახეთში, მასშტაბურად შევკრიბო კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურების მეეზოვეები და ეს ჯილდო პირადად მივულოცო. რადგან ეს ჯილდო ეკუთვნის თოთოეულ იმ ადამიანს, რომელიც გულმოდგინედ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას და ზრუნავს ჩვენი რეგიონში ჯანსაღი სუფთა გარემოს შექმნაზე.

მოდის ტურისტული სეზონი და კახეთი მიწოდების სიმაღლეზე დახვდება რეგიონში ჩამოსულ ვიზიტორებს. სუფთა რეგიონის სტატუსი კი ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, რომ რეგიონი ყოველწლიურად კიდევ უფრო სუფთა და მიმზიდველი გავხადოთ”,-  აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ მიერ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close