თვითმმართველობაყვარელი

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში დეკანოზ- ბენიამინ ჩიხორლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

0

ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში, დეკანოზ- ბენიამინ ჩიხორლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა- ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს, მათი თქმით, შემოქმედებით საღამოზე დეკანოზის წიგნებიდან – „რა ქმნილან ყვარლელნი?“ და “მე, ბენიამინ ყვარლელი!“ ფრაგმენტები ამოიკითხეს და მისი შემოქმედების შესახებ ისაუბრეს.

” ღონისძიების დასასრულს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი ზაუტაშვილმა დეკანოზ ბენიამინს სიმბოლური საჩუქარი გადასცა, ხოლო საქართველოს მწერალთა კავშირის რეფერანტმა და გამომცემლობა მერანის დირექტორმა, მანანა გორგიშვილმა, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სიგელით დააჯილდოვა.

შემოქმედებითი საღამო საქართველოს მწერალთა კავშირის, ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრისა და ყვარლის მწერალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით ჩატარდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close