გურჯაანითვითმმართველობა

გურჯაანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ილია ბეგიაშვილმა მოინახულა

გურჯაანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერთან და სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო- ინფორმაციას გურჯაანის მერია ავრცელებს, მათი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე, ბაკურციხის შემოვლით გზასთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მოინახულეს.

” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან, ზურაბ უტიაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი შიოშვილთან და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსთან, შოთა კაკაბაძესთან ერთად გურჯაანში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა.

ადგილზე გაეცნენ ქალაქ გურჯაანში კოტეხის და ვაჩნაძის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნული გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება.

ასევე, მოინახულეს, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე, სოფელ ჩუმლაყის ინდუსტრიული უბნის ბაკურციხის შემოვლით გზასთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. პროექტის ბიუჯეტი 1 879 999 ლარია, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა 3 კმ-მდე სიგრძის ახალი გზა, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას, ხილის მწარმოებლებს და ექსპორტიორებს გაუადვილებს გადაადგილებას, შეამცირებს დროს და ტრანსპორტირების ხარჯებს”,- აღნიშნავენ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close