თელავითვითმმართველობა

თელავსა და რუისპირში ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნები გაიხსნა

0

თელავში, თამარის ქუჩაზე და სოფელ რუისპირში ახალი ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნების რეაბილიტაცია დასრულდა- ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს, მათივე ცნობით, ხელოვნურსაფარიანი მოედნები, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა- ლევან ანდრიაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან თენგიზ მთვარელიშვილთან, საფეხბურთო კლუბ ,,თელავის,, ფეხბურთელებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

მოედანზე შეკრებილ ბავშვებს მერმა სპორტული ინვენტარი გადასცა.

,,ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდებში სპორტისადმი ინტერესის გაძლიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა. ამ მოედანზე შეკრებილ ბავშვებს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დავპირდი მინი მოედნის მოწყობას და პირობა შევასრულე. ბავშვებს საფეხბურთო კლუბ ,,თელავის,, ფეხბურთელებიც შეხვდნენ და სპორტული ინვენტარიც გადავეცით. ორივე ლოკაციაზე მინი მოედნების მოწყობის სამუშაობზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარზე მეტი დაიხარჯა”,-  განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 302 120 ლარი დაიხარჯა.

უახლოეს მომავალში დასრულდება კიდევ ერთი მინი მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close