გურჯაანითვითმმართველობა

გურჯაანში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ორი პროექტი მიმდინარეობს

0

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის პროგრამის, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში ორი მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს- ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს, მათივე ცნობით, პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ხორციელდება.

” რეაბილიტაცია უტარდება ქალაქ გურჯაანში, ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მდებარე, ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმს.

პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 465 012 ლარია, მოხდება შენობის სრული განახლება. სამუშაოებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული, შპს „აი სი ემ ჯი” ასრულებს. მიმდინარე სამუშაოები მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულოს.

სრიგპ პროგრამის ფარგლებში ასევე, მიმდინარეობს სოფელ ჩუმლაყის ინდუსტრიული უბნის ბაკურციხის შემოვლით გზასთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულებაც 1 879 999 ლარია, მოეწყობა 3 კმ – მდე სიგრძის ახალი გზა, რომელიც ხელს შეუწყობს ადილობრივი ბიზნესის განვითარებას, ხილის მწარმოებლებს და ექსპორტიორებს გაუადვილებს გადაადგილებას, შეამცირებს დროს და ტრანსპორტირების ხარჯებს.

პროექტები ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ხორციელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close