2020 წელს, ყვარლის საბავშვო ბაგა-ბაღების მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ხორცპროდუტქების შეძენას ითვალისწინებდა ჩავარდა

2020 წელს, ყვარლის საბავშვო ბაგა-ბაღების მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ხორცპროდუტქების შეძენას ითვალისწინებდა ჩავარდა. როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა “მთავარი ამბები კახეთთან” განმარტა :

-საბავშვო ბაგა-ბაღების ხორცპროდუქტებისათვის ტენდერი 2019 წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა. გამარჯვებულს შესაბამისი დოკუმენტაციის,  შესყიდვების ოფიციალურ ვებ გვერდზე ატვირთვა არ მოუხდენია, რის გამოც მერიამ კომპანიას დისკვალიფკაცია გამოუცხადა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია, მუშაობს იმ საკითხებზე, რომ ბაგა-ბაღებში საკვები პროდუქტების მიღება არ შეჩერდეს. “

Facebook Comments