მთავარი ამბები

გურჯაანში, 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა

0

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში 12 წლის მოზარდს მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც გზის გადაკვეთას ცდილობდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის ხელმძღვანელის გელა ორველაშვილის განცხადებით, არასრულწლოვანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

“მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. რეანიმაციაშია და იქ გადის მკურნალობის კურსს. აღენიშნება მენჯის,წვივისა და სახის ძვლების მოტეხილობა. დილით შემოიყვანეს პაციენტი, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია” – განაცხადა ორველაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close