მთავარი ამბები

გურჯაანში, პურის საცხობში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გურჯაანში, პურის საცხობში ახალგაზრდა მამაკაცი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაიცვალა.

შემთხვევა სოფელ ბაკურციხეში მოხდა. პურის საცხობში მისულმა თანამშრომლებმა 35 წლამდე მამაკაცის ცხედარი დღეს დილით იპოვეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

მამაკაცის ცხედარი ამ დროისთვის გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close