მთავარი ამბები

თელავში, მანქანა მოსწავლეს და მასწავლებელს დაეჯახა – გარდაცვლილია მასწავლებელი

0

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ასაკის ქალი ემსხვერპლა. სავარაუდოდ მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გაჩერებაზე მდგომ ქალს და მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 11 წლის ბავშვი კი მძიმე დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, მას თავის ტრავმა და მრავლობოთი მოტეხილობები აღენიშნება, გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება გამლძიება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close