თელავში, საჯარო ლექცია თემაზე „პირადი საზღვრების დაცვა“გაიმართა

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“, თელავის ოფისში, საჯარო ლექცია თემაზე „პირადი საზღვრების დაცვა“გაიმართა, რომელსაც  სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის სპეციალისტი, ფსიქოლოგი მაკა ინანაშვილი გაუძღვა.

ლექციაზე საუბარი საკუთარი და სხვისი პირადი საზღვრების დაცვას შეეხო.

 „ყველას აქვს პირადი საზღვრები, თუმცა ზოგი ადამიანი მათ გრძნობს და ზოგი ვერ გრძნობს. მეტიც, ადამიანს, რომელიც ვერ გრძნობს საკუთარ საზღვრებს, იგი ხშირად არღვევს სხვისას“ -განაცხადა ფსიქოლოგმა მაკა ინანაშვილმა.
შეხვედრას სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეები, სტუდენტები, მასწავლებლები, აქტიური მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

Facebook Comments