მთავარი ამბებისაზოგადოება

ირაკლი შიოშვილმა მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა

0

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი შიოშვილის ხელმძღვანელობით მუნიციპალიტეტების მერებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა ამჯერად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილეს.

” ყურადღება გამახვილდა მიუსაფარი ცხოველების მართვის საკითხზე, სამუშაო შეხვედრაში მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის რეგიონული სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურაზ ზავრაშვილი იღებდა მონაწილეობას, რომელმაც გასული თვეები შეაჯამა და მოხსენებით წარსდგა თათბირზე.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონები“ და იმსჯელეს პროგრამის მიმდინარეობაზე რეგიონში განსახორციელებლი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად”,- აღნიშნავენ ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close