ეკონომიკამთავარი ამბებისაზოგადოება

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მშენებლობისათვის მსოფლიო ბანკი 97.7 მლნ ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოყოფს

0

კახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთის მშენებლობისათვის მსოფლიო ბანკი 97.7 მლნ ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოყოფს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,  შეთანხმებას კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტისთვის დაფინანსების გამოყოფის თაობაზე დღეს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა

” პროექტის მიხევით, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ჩაქროსნული ავტომაგისტრალის ფარგლებში, აშენდება 17 კმ სიგრძის ოთხ ზოლიანი გზა საგარეჯოდან ბადიაურამდე, რომელიც მოიცავს საავტომობილო კვანძის, ხიდების და მიწისქვეშა გადასასვლელების მშენებლობასაც

„მსოფლიო ბანკთან გაფორმებული კიდევ ერთი სასესხო ხელშეკრულება საშუალებას მოგვცემს კახეთში, საგარეჯო-ბადიაურის მიმართულებით 17 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობა დავიწყოთ. ეს არის ახალი სიცოცხლე ზოგადად რეგიონისთვის, რომელიც დამატებით შესაძლებლობას შექმნის ადგილობრივი ბიზნესის განვითარების, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. რასაც ჩვენ ვხედავთ პირველი ეტაპისთვის, მხოლოდ მშენებლობის ნაწილში, შესაძლებელი იქნება დაახლოებით 500-600 ადამიანის დასაქმება, ხოლო შემდეგ უკვე საშუალო ვადიან და გრძელვადიან პერიოდში, მეტად განვითარებული ბიზნესისა და განვითარებული რეგიონის თვალსაზრისით, კიდევ დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება,“- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა პროექტის შეფასებისას

თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი, თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშრებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო კორიდორის ნაწილია. თბილისი-საგერეჯოს მონაკვეთზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო. ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას, რაც ამ მონაკვეთზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ერთერთი ძირითადი პრობლემაა. ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდება გადაადგილების დრო და ხარჯები

პროექტი, ასევე მოიცავს ბადიაურის გზაჯვარედინზე ადგილობრივი აგრარული ბაზრის განვითარებას და მეწარმე ქალებისთვის მხარდაჭერა, რათა მათ განავითარონ მიკრო-ბიზნესები ადგილობრივ ბაზარზე

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას და საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close