კულტურამთავარი ამბებისაზოგადოება

რეგიონულ საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე –  კახეთიდან გამარჯვებული 10 პროექტი გახდა

0

რეგიონულ საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე –  კახეთიდან გამარჯვებული 10 პროექტი გახდა.

100 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები:
1. აგროდრონი – დრონების გამოყენება ამოცანების ფართო სპექტრის გადასაჭრელად- ლაგოდეხი
2. Mistcaller – თელავი – პროექტის მიზანია, ქართული თამაში გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე
3. დიაბეტური, უგლუტენო და უშაქრო საკვების წარმოება ინოვაციური რეცეპტებით Elene Kharibegashvili – შილდა, ყვარელი
4. მხოლოდ კარგი ღვინოები MERIKIPE – მცირე, საშუალო და მსხვილი ზომის ღვინის საწარმოებს სთავაზობს მობილურ ტექნოლოგიურ სერვისს, რომელიც გულისხმობს ღვინის ჩამოსხმის, ეტიკეტირების, ფილტრაციის და სტაბილიზაციის სერვისს მაღალტექნოლოგიური დანადგარების გამოყენებით.

30 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებულები პროექტები:
5. ქვევრში დურდოს გამაგრილებელი ნახევრად ავტომატური დამრევი – ყვარელი
6. თაფლისა და თაფლის პროდუქტების წარმოება ინოვაციური რეცეპტებითა და კონცეფციით – ახალსოფელი, ყვარელი
7. პლატფორმა Horsetours.ge • საცხენოსნო ტურები • საცხენოსნო ტურები – ალვანი, თუშეთი, ახმეტა
8. ჩურჩხელა BOX- გურჯაანი – ჩურჩხლის ამოსავლებად გამზადებული საჭირო ინგრედიენტებით შედგენილი ყუთი Ia Imerlishvili
9. ქართული, ბიოლოგიური მეთოდებით მოყვანილი ხორბლის ჯეჯილის ფხვნილი (სუსპენზია) და მცენარეული ჩაი – ქ. წნორი, სიღნაღი
10. პროექტი ,,ჩადი”- ყვარელი – ქვევრში ღვინის დაყენების ავტომატიზაცია, ქვევრში ჭაჭის ქუდის დამძირავი და ტემპერატურის მაკონტროლებელი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close