კულტურამთავარი ამბები

თელავის ისტორიულ მუზეუმში ავსტრიის საელჩოს ორგანიზებით გამოფენა გაიხსნა

0

თელავის ისტორიულ მუზეუმში, ავსტრიის საელჩოს ორგანიზებით გამოფენა გაიხსნა, რომელიც  მშვიდობის დარგში, ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის – ბერტა ფონ ზუტნერის ცხოვრებას და მოღვაწეობას ეძღვნებოდა.

ბერტა ფონ ზუტნერის მოღვაწეობის შესახებ აუდიტორიას სიტყვის მიმართეს ავსტრიის ელჩმა საქართველოში, თომას მიულმანმა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ავსტრიის საელჩოს მიერ რეგიონში განხორციელებული სხვდასხვა პროექტების მნიშვნელობას და გამოთქვა მზაობა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობისათვის.

ბერტა ფონ ზუტნერის ღონისძიებას თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორი, გურამ ურჩუხიშვილი უძღვებოდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close