განტვირთვა
ახალ ზელანდიაში მოჩვენება-ზვიგენი აღმოაჩინეს

ახალ ზელანდიაში, სამხრეთის კუნძულის სანაპიროსთან, იპოვეს ახლადდაბადებული ზვიგენი, რომლის სახეობაც, როგორც წესი, მხოლოდ ოკეანის ფსკერთან ახლოს ბინადრობს. ქიმერა, რომელსაც მოჩვენება-ზვიგენსაც ეძახიან, წყლის ზედაპირიდან 1,2 კილომეტრის სიღრმეში იპოვეს, – ამის შესახებ BBC წერს.