კახეთში მეხანძრე-მაშველებს სადღეღამისო კვებით უზრუნველყოფენ

მეხანძრე-მაშველებს სადღეღამისო კვებით უზრუნველყოფენ. აღნიშნული ბრძანება, რომელიც 13 იანვრიდან ამოქმედდა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გომელაურმა გამოსცა.

ბრძანების თანახმად სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის იმ დანაყოფებს, სადაც არ არის დაწესებული საქვაბე ან საბარათე კვებით უზრუნველყოფის სისტემა, მეხანძრე მაშველები უზრუნვეყოფილი იქნებიან სადღეღამისო ულუფით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ბრძანება მაშველებს კახეთის რეგიონშიც ეხებათ.

წყრო: spektri.ge