ეკონომიკა

საქართველოში მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულებამ 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა

0

15 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.096 მილიარდი ლარია. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 292 მილიონი ლარია, – ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლიური მომგებიანობა 11.6%, ხოლო ფონდის გაშვების დღიდან მომგებიანობა 33%-ს შეადგენს.

პორთფელის 36% ცვალებად საპროცენტო განაკვეთში (მიმდინარე სარგებლიანი ანგარიშები), ხოლო 64% ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში (სადეპოზიტო სერთიფიკატები) 100% ლარში, 9 კომერციულ ბანკშია განთავსებული“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა ოდენობა 1 250 000-ია. დაგროვებითი პენსიით კი, ამ დროისთვის 1,524-მა ადამიანმა ისარგებლა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close