მთავარი ამბებისამართალი

კახეთში ცოლ-ქმრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

0

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული გ.გ. ბათუმში დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ მამაკაცს მიმდინარე წლის 10 თებერვალს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ფერმაში, ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ამავე ფერმაში დასაქმებულ ცოლ-ქმართან – გ.ჯ.-სა და მ.ზ.-სთან. გ.გ. მათ ფულს სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი ორივე სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

ბრალდებულმა მოკლულების არასრულწლოვან შვილს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, თოკით დააბა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გ.გ. დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით გრძელდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close