მთავარი ამბებისამართალი

ნონა ჭაბაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ლაგოდეხში, ყოფილი მეუღლის, ნონა ჭაბაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

თამარ კაპანაძემ , დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც გირაოს 5 ათასი ლარის ოდენობით ითხოვდა, არ დააკმაყოფილა.

სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა , თავი დამნაშავედ ცნო, თუმცა მას სიტყვის უფლებით არ უსარგებლია.

წინა სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 10 მარტს , 13:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, მკვლელობა ლაგოდეხში 2022 წლის 15 იანვარს მოხდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close