დღის ამბებიეკონომიკასაზოგადოება

1 მილიონ ადამიანს ელექტროენერგიის გადასახადს მთავრობა დაუსუბსიდირებს

1 მილიონ ადამიანს ელექტროენერგიის გადასახადს მთავრობა დაუსუბსიდირებს

მთავრობა მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადს ისევ დაუსუბსიდირებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სუბსიდირების პროგრამა იანვრიდან ამოქმედდება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
„ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს, დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს, 150 ათას და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, როგორც უკვე ვთქვი, 1 მილიონ ადამიანს.“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close