მთავარი ამბებისაზოგადოებასამართალი

37 წლის ნონა ჭაბაშვილის გარდაცვალების საქმეზე მისი ყოფილი მეუღლე დააკავეს

0

ლაგოდეხში, 37 წლის ნონა ჭაბაშვილის გარდაცვალების საქმეზე, მისი ყოფილი მეუღლე დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილმა მეუღლემ ახალგაზრდა ქალი გაგუდა, შემდეგ კი, კვალის არევის მიზნით, სახლში გაზქურა ჩართული დატოვა.

” შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1985 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, შემთხვევა ლაგოდეხში, 15 იანვარს მოხდა.

ნონა ჭაბაშვილს, სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close