სამოქალაქო მოძრაობის თელაველი ახალგაზრდების ინიციატივები საკრებულოს

სამოქალაქო მოძრაობის თელაველი ახალგაზრდების ინიციატივები საკრებულოს

Views: 0   “ტვინის გადინება” – თანამედროვე საქართველოს რეალობა და პრობლემა, რომლის მოგვარების გადადებაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს – ასე ხედავენ ახალგაზრდა, ნიჭიერი, პროფესიონალი კადრების საზღვარგარეთ მასობრივ წასვლასა და დასაქმებას ექსპერტები. ვრცლად/More »

როგორ აფასებს მოსახლეობა ეკლესიის საქმიანობას – NDI კვლევის შედეგები

როგორ აფასებს მოსახლეობა ეკლესიის საქმიანობას – NDI კვლევის შედეგები

Views: 0 ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ კვლევის მიხედვით, მოსახლეობა მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას კარგად 64% აფასებს, საშუალოდ – 20%, ცუდად – 5%. ვრცლად/More »

ქართველი წყვილის ჯვრისწერა ზღვის დონიდან 4000 მეტრზე

ქართველი წყვილის ჯვრისწერა ზღვის დონიდან 4000 მეტრზე

Views: 0 სოციალურ ქსელს, ახალგაზრდა ქართველი წყვილის ჯვრისწერის ვიდეო იპყრობს, რომელიც ზღვის დონიდან 4000 მეტრზეა გადაღებული. ვრცლად/More »

შუალედური არჩევენბი

შუალედური არჩევენბი

Views: 0 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, 27 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატი ჯერ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარუდგენია. ამის შესახებ speqtri.ge-ს ლაგოდეხის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილმა განუცხადა. ვრცლად/More »

სიღნაღში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სიღნაღში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Views: 0 ქალაქ სიღნაღში აბრამიშვილის, ბეჟანიშვილის, მოსაშვილის და მოსულიშვილის ქუჩებზე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე აბრამიშვილის და ბეჟანიშვილის ქუჩებზე მოასფალტება დასრულდა. მათივე ინფორმაციით, ასევე, ბეჟანიშვილის ვრცლად/More »

“ბორჯღალოსნების” 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია

“ბორჯღალოსნების” 43-კაციანი შემადგენლობა, რომელიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადება, ცნობილია

Views: 0 “ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა ის 43 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან. რაზმში 26 მორკინალი და 17 ხაზის მოთამაშეა. გაფართოებულ შემადგენლობაში 28 ლეგიონერია, 15 კი დიდი 10-ის კლუბებს წარმოადგენს. ვრცლად/More »

სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

სოფელ ყარაჯალაში 40 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

Views: 0 სამართალდამცველებმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მომხდარი მკვლელობა გახსნეს. მკვლელობაში ბრალდებული ფ.მ. სამართალდამცველებმა უკვე დაკავეს. შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ, სოფელ ყარაჯალის ცენტრში თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლამდე მამაკაცი მოკლა. ადგილობრივები მომხდარს ვრცლად/More »

ტრამპი ირანს განადგურებით დაემუქრა

ტრამპი ირანს განადგურებით დაემუქრა

Views: 0 აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობა უკიდურესად იძაბება. თეთრი სახლის ლიდერი ამჯერად ირანს განადგურებით დაემუქრა. დონალდ ტრამპის განცხადებით, შტატები თავდასხმებს გაძლიერებული ძალებით უპასუხებს, რაც ზოგიერთ სფეროში სრული განადგურება იქნება. “ამერიკული სამიზნეების წინააღმდეგ ვრცლად/More »

ივანიშვილმა გახარიას გადასაყენებლად დრო ითხოვა (?)

ივანიშვილმა გახარიას გადასაყენებლად დრო ითხოვა (?)

Views: 0 “პირველი რადიოს” ინფორმაციით, გვიან ღამით, ბიძინა ივანიშვილთან გახარიას მონაწილეობით მმართველი რამდენიმე ლიდერის შეხვედრა გაიმართა. წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზებზე მსჯელობდნენ. არსებული ინფორმაციით, მონაწილეთა ნაწილი გახარიას გადადგომას ითხოვდა, თუმცა მათ ივანიშვილის დარწმუნება ვრცლად/More »

თელავში ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

თელავში ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.

Views: 0 თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის მუსიკალური სასწვლებლის წინ თელავის საპატიო მოქალაქის, კომპოზიტორ ჯუმბერ სახეიშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე მუსიკოსის საავტორო საღამო გაიმართა. ვრცლად/More »

 

სამოქალაქო მოძრაობის თელაველი ახალგაზრდების ინიციატივები საკრებულოს

 

“ტვინის გადინება” – თანამედროვე საქართველოს რეალობა და პრობლემა, რომლის მოგვარების გადადებაც ქვეყნის განვითარებას აფერხებს – ასე ხედავენ ახალგაზრდა, ნიჭიერი, პროფესიონალი კადრების საზღვარგარეთ მასობრივ წასვლასა და დასაქმებას ექსპერტები.

“ბრეინ-დრეინი”, სიტყვასიტყვით “ტვინის გადინება”,  მაღალკვალიფიციური კადრების ემიგრაციას ნიშნავს. ეს განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა რეგიონებში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურში ამბობენ, რომ მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებით, კახეთიდან ქვეყნის სხვა რეგიონებში გასული 18-25 წლის შიდა მიგრანტების რაოდენობამ შეადგინა 11 128 კაცი, ხოლო სხვა ქვეყანაში კი 795 ახალგაზრდა წავიდა საცხოვრებლად.

შრომითი ბაზრისთვის კადრებს კახეთში ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი – თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამზადებს, თუმცა რეგიონში მცხოვრები ახალგახრდების დიდი ნაწილი სწავლას სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ამჯობინებს. სტატისტიკური ინფორმაციით, ყოველწლიურად თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვაკანტური ადგილების მხოლოდ 40%–ს ავსებს

მესამე სექტორში ამბობენ, რომ ახალგაზრდების მიგრაციის შეჩერება და შობადობის მატების ხელშეწყობა რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევაა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის განვითარების სტრატეგიაში დეტალურად გაიწეროს, თუ რა პროგრამები და პროექტები უნდა განხორციელდეს, იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა შესძლონ თავიანთ საცხოვრებელ გარემოში განახორციელონ საკუთარი მიზნები. ასევე, აუცილებელია ხელისუფლებამ შექმნას ახალგაზრდების დასაქმების პროგრამები და აწარმოოს კამპანია, რომელიც დაანახებს ემიგრირებულებს, თუ რამდენად სჭირდება საკუთარ ქვეყანას მათი ინტელექტუალური რესურსი.

 

ამ მწვავე პროცესისი პარალელურად „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის“ თელავის ოფისის ახალგაზრდებმა, შეიმუშავეს თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში წარსადგენი წინადადებები. მათ საკრებულოს სხდომათა დარბაზში თელავის მერიის თანამშრომლებსა და საკრებულოს წევრებთან პრეზენტაცია გამართეს.

ანანო ხეჩიაშვილი 15 წლის არის, სკოლის დასრულების შემდგე უნდა რომ კომუნიკაციის სპეციალისტი გამოვიდეს. იზიდავს სოციოლოგია. მისი ინიციატივით არაფორმალური განათლება დიდ როლს თამაშობს ადამინის განვითარებაში რასაც სამწუხაროდ სკოლაში არ აძლევენ მნიშვნელობას. უნდა რომ მომავალში თელავში ამ სფეროში გააგრძელოს მუშაობა, მუშაობის დაწყებამდე კი ჯერ მხოლოდ ინიციატივით შემოიფარგლება თვითმმართველობასთან .

თელავის მუნიციპალიტეტში არ არსებობს არაფორმალური განათლების ცენტრი, სადაც ახალგაზრდებს გვექნება შესაძლებლობა ის საჭირო უნარ-ჩვევები, კონპეტენციები, ღირებულებები განვივითაროთ, რომელსაც სკოლაში ნაკლებად ან საერთოდ არ ექცევა ყურადღება. ახალგაზრდებს გვჭირდება სივრცე, სადაც მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული პროგრამის მიხედვით მოგვეცემა აზრთა გაცვლის, სხვადასხვა ტრენინგებისა თუ საჯარო ლექციების  გამართვისა და მოსმენის შესაძლებლობა.

ვინაიდან არაფორმალური განათლების ცენტრი მაშტაბური პროექტია და დიდ დანახარჯებს ითხოვს, გთავაზობთ ამ პროექტის ეტაპობრივ განხორციელებას.  გთხოვთ ცეტრისთვის გამოიძებნოს შენობა და 2020 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოთ  ამ შენობის კეთილმოწყობა.

სოფო გოგაშვილიც სკოლის მოსწავლეა, ის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში სწავლობს, ცხოვრებით კი სოფელ აკურაში იზრდება.  რამდენიმე თვის განმავლობაში სოფო და მისი მეგობრები აკურის ბიბლიოთეკაში  ხშირად იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ სოფელში არსებული პრობლემების საკუთარი სახსრებით გადაჭრას. თუმცა  ბიბლიოთეკარი 5 საათზე უკვე ბიბლიოთეკას კეტავდა ამიტომ ახალგაზრდებს სწავლის მერე არ ჰქონდათ ფართი სადაც ერთად იმუშავებდნენ . სოფო ფიქრობს რომ მისგან კარგი დიპლომატი გამოვა მანამდე კი ჯერ  თავისი რესურსები სოფლისთვის უნდა აკეთოს

თელავის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული სივრეცეეები ნაკლებადაა განვითარებული, განსაკუთერბით კი სოფლებში. მე, როგორც აკურელ ახალგაზრდას,  ჩემს სოფელში ყველაზე მეტად ეს პრობლემა მაწუხებს.

იმედი გვქავს  2020 წლის  ადგილობრივ ბიუჯეტში გაითვალისწინებენ თანხა, უკვე არსებული მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შენობის კეთილმოსაწყობად ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში ახალი შენობის ასაგებად.

მე გავმართე რამდენიმეჯერ აკურელ ახალგაზრდებთან შეხვედრა და ჩვენ ერთხმად ვთანხმდებით, რომ ამ სივრცეს ავითვისებთ სხვადასხვა დანიშნულებით. მაგალითად ტრენინგებისთვის, საჯარო ლექციებისთვის, სხვადასხვა შეხვედრებისთვის, მათ შორის ახალგაზრდების თანამონაწილეობით ადგილობრივ პრობლემების გადაჭრის გზეზბზე მსჯელობისთვის.

 

სოფო წიკლაური ორ წელიწადში სტუდენტი გახდება, და როგორც ფიქრობს ფსიქოლოგიურზე გააგრძელებს სწავლას. ამბობს რომ თელავი მისი ქალაქია და აქ გაიზარდა ახალგაზრდებთან ერთად გადაწყვიტა რომ პროფესიული ტურების მუნიციპალური პროგრამის არსებობის შემტხვევაში ეს პროგრამა თელველ ახალგაზრდებს დაეხმარება რომ ჩამოყალიბდნენ რა პროფესიაა მათთვის უფრო სასურველი.

 –პროფესიული ტურების მუნიციპალური პროგრამის შემუშავება როგორც ცნობილია, ახალგაზრდებს გვიჭირს პროფესიის არჩევა. ბევრ პროფესიაზე ჩვენი წარმოდგენა ხშირად მცდარია, რადგან არ ვიცნობთ მათი მუშაობის სპეციფიკას.  ჩვენი იდეაა მერიამ შექმნას მუდმივმოქმედი მუნიციპალური პროგრამა, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში  პროფესიულ საინფორმაციო ტურებს მოაწყობს.

თამთა ყარაულაშვილი – სოფელ ვარდისუბანში ცხოვრობს . წელს აბიტურიენტია. უნდა რომ ექიმი გამოვიდეს. მისი ინიციტაივა მედიცინასთან ახლოს არ არის.  თამთას ხშირად უწევდა ქალაქიდან სოფელში საღამოს ფეხით გადასვლა მუნიციპალური ტრანსპორტის არასებობის გამო. ამიტომ ხშირად ვერც სპექტაკლს ესწრებოდა და ვერც სხვა ღონისძიებებს რომელიც მისთვის და სხვა ახალგაზრდებისათვის საინტერესო იყო. მათ შორის საკუთარ ინიცირებულ ღონისძიებებზეც კი ვერ შეძლო ბოლომდე დარჩენა. თვლის რომ სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები ამის გამო დისკრედიტირებულები არიან . თამთა გვიხსნის :

ჩვენი ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტს უახლოეს მომავალში 10 ავტობუსი გადაეცემა,  თუმცა მათი ჩამოსვლის შემთხვევაში, მაშინვე ვერ დაიწყებს ფუნქციონირებას, რადგან ათწლეულებია არ ჩატარებულა მუნიციპალური ტრანსპორტის საჭიროებების  კვლევა. ჩვენი წინადადებაა, თელავის მერიამ 2020 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გაითვალისწინოს ამ კვლევისთვის საჭირო თანხა.

ჩვენი აზრით, მუნიციპალური ტრანსპორტის საჭიროებების კვლევამ უნდა უპასუხოს ისეთ კითხვებს როგორიცაა:

რა მარშრუტებზე უნდა იმოძრაოს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა ქალაქ თელავში და თელავის მუნიციპალიტეტში?

დროის რა მონაკვეთში უნდა იმოძრაოს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა?

სად უნდა განთავსდეს მოსაცდელი ადგილები და რა რაოდენობით?

როგორი უნდა იყოს გადახდის სისტემა, ნაღდი ანგარიშსწორება თუ საბარათე?

უნდა იყოს, თუ არა შეღავათები სკოლის მოსწავლეთათვის, სტუდენტებისა და სოციალურად დაუცველთათვის?

სად უნდა განთავსდეს საინფორმაციო დაფები?

მუნიციპალიტეტმა თავად უნდა მართოს სისტემა ა(ა)იპ-ის მეშვეობით თუ კერძო სექტორს გადასცესმართვაში?

და სხვა.

ამრიგად, მუნიციპალური ტრანსპორტის საჭიროებების კვლევის 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინება დააჩქარებს მუნიციპალური ტრანსპორტის სარგებლობის პროცესს.

გიორგი პაპაშვილი თელავის ევროპულ სკოლაში სწავლობს, მართალია ჯერ არ გადაუწყვეტია რა პროფესიას უნდა დაეუფლოს მაგრამ თვლის რომ საზოაგდოებასთან ურთიერთობის სამსახური ყველაზე კარგად გამოსდის.  მისი ინიციატივით მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს „ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა .  მისთვის მტავარია ახალგაზრდების დასაქმება რეგიონებში და ამისთვის მათი მოტივაციის გაზრდა. ამბობს რომ კახეთს მხოლოდ სწავლის პროცესში დატოვებს ბოლოს კი აუცილებლად დაბრუნდება თელავში და თავის თანატოლებტან ერთად კერძ კომპანიაშ იმუშავებს. არ უყვარს საჯარო სამსახური თუმცა თელავი მისთვის განსაკუთრებული ქალაქია და მის დატოვებას არ გეგმავს . როგორც გიორგი ამბობს :

თელავში და თელავის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების დასაქმება დიდ პრობლემას წარმოადგენს.  არის შეუსაბამო პირობები და მოთხოვნები. კარგი იქნება თუ მუნიციპალიტეტი თავის წვრილს შეიტანს ამ პრობლემის გადაჭრაში. ჩვენი წინადადებაა  მუნიციპალიტეტში შეიქმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ამ  საკითხზე და რეკომენდაციებს შეიმუშავებს. ვფიქრობთ, 2020 წლის ბიუჯეტში წინმსწრებით იქნას გათვალისწინებული გარკვეული თანხა ამ რეკომენდაციების შესასრულებლად, რადგან ამ პროცესმა შემდგომში  არ გამოიწვიოს ბიუჯეტის ცვლილება.

აქვე გთავაზობთ ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის ჩვენეულ გზებს:

პირველი თელავის მერიამ დააწესოს ყოველწლიური ჯილდო იმ კომპანიებისთვის, სადაც დასაქმებულთა დიდი ნაწილი (პირობითად  80-90%) იქნება  ახალგაზრდა და ამ ჯილდოს სპეციალურ ცერემონიალზე (თუნდაც საახალწლო ღონისძიებაზე) გადასცემს.

მეორე მუნიციპალიტეტმა წაახალისოს, შეღავათები დაუწესოს, ანდაც ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს, რომელთაც სურთ თელავის მუნიციპალიტეტში ბიზნესის დაწყება.

 

ნანუკა კიკნაძე თელავის 1 საჯარო სკოლის  მე 11 კლასის  მოსწავლეა, სკოლის დასრულების შემდეგ ფიქრობს რომ  ფსიქოლოგი გამოვიდეს. არ იცის სად მოუწევს ცხოვრების გაგრძელება. ფიქრობს რომ დასაქმება თბილისში უფრო ადვილია, მაგრამ თვლის რომ ტვინების გადინების პროცესი როგორმე უნდა შეჩერდეს და თელავში დარჩნენ . მისი ინიციატივაა ახალშობილთა სახელზე ხეების დარგვის მუნიციპალური პროგრამის ამოუშავება, მისი აზრით მსოფლიოში ეკოლოგიური პრობლემა მნიშვნელოვანია ამიტომ თვლის რომ მომავალ ტაობას განსაკუთრებული გრძნობები უნდა გაუჩნდეთ ხეების მიმართ.

  ჩვენი ინფორმაციით, ადგილობრივ თვითმმართველობას დაგეგმილი აქვს ე.წ. მაწანწრის ხევთან არსებული სკვერის (ვარდისუბნის წრესთან) კეთილმოწყობა. პროექტის თანახმად დაგეგმილია ამ სკვერში ხეების გაშენებაც. ჩვენი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ეს ხეები თელავში დაბადებული ახალშობილების სახელზე დაირგას.

საშუალო სტატისტიკურად თელავში ყოველ წელს დაახლოებით 1000 ბავშვი იბადება და ეს მიდგომა თავისუფლად შესაძლებელია გავრცელდეს სხვა სკვერებზეც.

ჩვენი სურვილია, რომ ეს იყოს მუნიციპალური პროგრამა, რომელშიც ჩაერთვებიან ახალშობილთა მშობლები, ახალგაზრდები და ყველა ის ადამიანი ვისაც ხეების დარგვის პროცესში მოიწვევს თელავის მერია.

ჩვენი იდეის მთავარი აზრი ისაა, რომ ამ ბავშვებს, მათ მშობლებსა და მეგობრებს განსაკუთრებული გრძნობები გაუჩნდებათ სახელობითი ხეებისა და ზოგადად ხეების მიმართ. საბოლოო ჯამში მსგავსი მიდგომა დადებითად აისახება თელავის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე.

 

 

Facebook Comments