დღის ამბები

გაიცანი ყველაზე იღბლიანი კაცი მსოფლიოში

The Daily Telegraph-ის მიერ აღიარებული ყველაზე იღბლიანი მამაკაცი მსოფლიოში გახლავთ ხორვატი ფრანე სელაკი.
1962 წელს მატარებელი გადავიდა რელსებიდან და მდინარეში გადავარდა,დაიღუპა 17 მგზავრი,სელაკი ნაპირზე გამოვიდა უვნებელი.
1963 წელს სელაკი თვითმფრინავ DC-8 დან გადმოვარდა,(აფრენის დროს შემთხვევით კარი გაიღო), თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა,დაიღუპა 19 მგზავრი,სელაკი უვნებელი გადარჩა.
1966 წელს მგზავრობდა ავტობუსით,ავტობუსმა ავარია განიცადა და ისიც მდინარეში გადავარდა,დაიღუპა ყველა,მამაკაცმა ისევ შეძლო უვნებლად ნაპირზე გამოსვლა.
1970 წელს ავტოგასამართ სადგურზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა,წამიერად მოასწრო გამოსვლა და მანქანაც აფეთქდა.
1973 წელს ავტომობილის მართვისას ძრავი გასკდა,ჩაამტვრია საქარე მინა ,ცხელი ზეთი სახეში მიესხა,გადარჩა,უბრალოდ თმები დაეწვა.
1995 წელს ავტობუსი დაეტაკა,მცირედი დაზიანებებით გადარჩა.
1996 წელს ავტომობილი მთის ფერდზე დაუგორდა,მანქანა ხრამში გადავარდა,თვითონ ხეს ჩამოეკიდა და გადარჩა.
და ბოლოს 2003 წელს ცხოვრებაში პირველად იყიდა ლატარეის ბილეთი და ჯეკპოტი მოიგო 600 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close